„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
11 მაისს იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავა და მას მხოლოდ 2023 წლის 16 მაისს დატოვებს. როგორი სახის ცვლილებებია მოსალოდნელი და ვისთვის იქნება როგორც უიღბლო, ასევე წარმატებული პერიოდი - ამას ასტროლოგი რამაზ გიგაური დეტალურად განმარტავს.
„რას მოიტანს იუპიტერის ვერძის ზოდიაქოში გადასვლა?!
იუპიტერის ინგრესია და ციკლები:
11 მაისი - ვერძის ნიშანში გადასვლა
29 ივლისი - რეტროგრადული ფაზა
28 ოქტომბერი - თევზების ნიშანში გადასვლა (რეტროგრადული მოძრაობით)
24 ნოემბერი - დირექტიული ფაზა
20 დეკემბერი - ვერძის ნიშანში ხელახლა გადასვლა
16 მაისი (2023) - კუროში გადასვლა
11 მაისს იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავა და მას მხოლოდ 2023 წლის 16 მაისს დატოვებს. თუმცა იუპიტერი თევზებს რეტროგრადულად კვლავ დაუბრუნდება ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის მეორე დეკადის ჩათვლით.
იუპიტერის ეს ინგრესია მოიტანს აქტიურობას, ენერგიულობას, მიზანსწრაფვას, შეტევაზე გადასვლის და ახალი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობას. იუპიტერი - ვერძში საკმაოდ ძლიერად ავლენს თავს, ამიტომ ზოგადად გამართლებული იქნება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მიზანსწრაფვის გამოჩენა. ეს ბრძოლის და შეტევის პერიოდი. ვერძი - ეს გაზაფხულის სიმბოლოა, ამიტომ იუპიტერის ამ ნიშანში გადასვლა მოიტანს ახალი თორმეტწლიანი ციკლის დაწყებას. ეს იქნება სრულიად ახალი რეალობა, რომელიც დაიწყება 2022 წლის 11 მაისიდან და ეტაპობრივად ცხოვრების ყველა დონეზე გახდება საგრძნობი.
იუპიტერს ნეგატიური გავლენა ექნება 2023 წლის აპრილის ბოლოს, მაისში და ივნისის დასაწყისში, როდესაც ის ნეგატიურ ასპექტს შექმნის პლუტონთან (იუპიტერი ამ ასპექტის დროს გადავა ვერძიდან კუროში), აქედან გამომდინარე, ყველა 2022 წლის მეორე ნახევარში დაშვებული შეცდომები და უაზრო რისკებზე წასვლის მცდელობები თავის ნეგატიურ შედეგებს სწორედ 2022 წლის გაზაფხულის მეორე ნახევარში და ზაფხულის დასაწყისში მოიტანს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება პოლიტიკაში. მოსალოდნელია სწორედ სწორედ 2022 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გახდება მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების საწყისი წერტილი.
ზოდიაქოს ნიშნები და იუპიტერის ინგრესია:
+
• ბუნებრივია, იუპიტერის ეს ინგრესია უპირველესად მნიშვნელოვანი უპირველესად ვერძისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ახალი ციკლი, რამაც მოსალოდნელია საინტერესო სიახლეები და ახალი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობები მოიტანოს. კონკრეტული ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანის ცხოვრებაში ეს პერიოდი დაიწყება მაშინ, როდესაც ტრანზიტული იუპიტერი კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში შეუერთდება ნატალურ მზეს. თუმცა შედეგები დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში რამდენად სასიკეთოდ განთავსებულები არიან სწორედ იუპიტერი და მზე.
• ასევე სასიკეთო პერიოდი დაიწყება ლომისთვის და მშვილდოსნისთვის, რადგან იუპიტერი შექმნის ტრიგონულ ასპექტებს ამ ნიშნებთან და ბუნებრივია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში გაჩნდება ახალი პერსპექტივები და გამარჯვების შანსი. ლომებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სასიყვარულო თემა, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, შემოქმედებითობა, ხოლო მშვილდოსნებისთვის სწავლა და უცხოეთის ფაქტორი.
• სასიკეთო იქნება ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის (სექსტილური ასპექტი)
ეს იქნება ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან პასიურობის შემთხვევაში მოსალოდნელია ეს შესაძლებლობები ხელიდან იქნება გაშვებული. ტყუპებს მოუწევთ გადაალაგონ მათ ხელთ არსებული საქმიანი ურთიერთობები და და ცოდნა, რათა პრაქტიკული შედეგები მიიღონ. მერწყულებისთვის მნიშვნელოვანი მომავლის ფორმირება და მეგობრული ურთიერთობების განვითარება იქნება.
+/-
• იუპიტერის ეს ინგრესია შედარებით პასიური იქნება მიწის და წყლის სტიქიის ნიშნებისთვის.
კუროები - მოუწევთ ახალი ფინანსური შემოსავლების წყაროების მოძიება და საერთოდ, ფინანსებში ცვლილებების განხორციელება.
ქალწულები - ჯანმრთელობაზე და სამსახურზე ზრუნვის პერიოდი იქნება. კარგი იქნება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სამსახურებრივი ცვლილებები.
მორიელებს - მოუწევთ რისკზე წასვლა და ექსტრემალური სიტუაციების გამკლავება. ეს განსაკუთრებით ფინანსურ ვალდებულებებს, ვალებსა და კრედიტების მართვას ეხება. ეს ასევე სასიკეთო პერიოდი იქნება რაღაცების ნგრევისთვის და ახლის აშენებისთვის.
თევზებს - მოუწევთ კარმული ვალების გასტუმრება. ისინი შეძლებენ მომაბეზრებელი უერთიერთობებისგან და პასუხისმგებლობებისგან, ასევე დაგროვილი ნეგატივისგან გათავისუფლებას. თუმცა მოსალოდნელია ამავე პერიოდში თავი იჩინონ დაშვებულმა შეცდომებმაც.
-
• ყურადღების გამოჩენა მოუწევს სასწორებს, რადგან იუპიტერი დაუპირისპირდება სასწორის ნიშანს და სასწორებს მოუწევთ საკუთარი ძალების, ენერგიის, რესურსების სწორად გადანაწილება. მათ უნდა შეძლონ ძალისხმევა პრიორიტეტული საკითხებისკენ მოგვარებისკენ მიმართონ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარონ. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება ქორწინება-განქორწინება და საერთოდ, პირადი და საქმიანი პარტნიორობაში ახალი იმპულსების შეტანა.
• ასევე დისჰარმონიული იქნება კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის, რადგან იუპიტერი შექმნის კვადრატულ ასპექტებს ამ ნიშნებთან. აქედან გამომდინარე ამ ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებს მოუწევთ საკუთარი ამბიციები, შესაძლებლობები და რისკები კარგად გათვალონ. კირჩხიბებისთვის წინ წამოვა უძრავი ქონების თემა, მშობლების საკითხი და ოჯახური ცხოვრების თემა, ხოლო თხის რქებს მოუწევთ საკუთარი მიზნების მატერიალიზაცია, განსაკუთრებით საქმიან ცხოვრებაში და კარიერული კუთხით.