პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კესარია აბრამიძე ლამაზი დედით ხშირად ამაყობს და სოციალურ ქსელში, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დროდადრო აქვეყნებს.
"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ერთი ზომის სამოსს იცვამენ, მასთან მსგავსებას აფიქსირებს და გენეტიკით კმაყოფილია.
კესარია: დედა უკრაინელი გახლავთ. არანაირი ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, ის ბუნებრივად ლამაზია.
დედაც ჩემს ტანზეა და ერთმანეთის სამოსს ვიცვამთ. თავს ვაძლევ უფლებას, დავტკბე გემრიელი საკვებით, თანაც როცა მინდა, რადგან კარგი მეტაბოლიზმი მაქვს, გენეტიკაც ხელს მიწყობს და არ ვსუქდები. მხოლოდ რამდენიმე კილო მაქვს მომატებული, დაახლოებით ექვსი. კომპლიმენტებს ვიღებ, გიხდება, უფრო სავსე და ფორმებიანი ხარო, ამიტომ ზედმეტ კილოგრამებს არ განვიცდი.
ჭორფლიც ორივეს გვაქვს. მეც სახეზე, ხელ-ფეხზე სულ ჭორფლი მაქვს. რუჯის დროს, მხოლოდ საცხს ვისვამ სახეზე, ტუშს, "ბლესკს" და უკვე "ვიდზე" ვარ. უმაკიაჟო და ჭორფლიანი სახე ჩემი "ფიშკაა". დიდ კომპლიმენტებს ვიღებ და მახარებს. არადა, ბავშვობაში მაკომპლექსებდა ჭორფლი. დამცინოდნენ, რიჟა ხარ და ჭორფლიანიო. ახლა ისე დაფასდა, ხალხი იხატავს ჭორფლს.