„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
კესარია აბრამიძის ცხოვრებაში ყოველთვის სიახლეებია. ამჯერად, მოდელმა ROLEX-ის ძვირადღირებული საათი მიიღო საჩუქრად და გამომწერებსაც გაუზიარა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვინ არის კაცი, რომელსაც მისი გულის მოგება სურს.
„ეს საჩუქარი ჩემმა ახალმა თაყვანისმცემელმა გამომიგზავნა. რაც ჩემს Instagram-ზე იდება: ოქროს სამკაულები, ბრილიანტები და ვარდები, ყველაფერი მისგანაა. რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს დავშორდი... არაფერს გამოვრიცხავ, შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა მალე სხვა ფაზაში გადავიდეს კიდეც...“ - ამბობს კესო.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ კესო აბრამიძემ შეყვარებულისგან თბილისის ცენტრში მდებარე ბინა მიიღო საჩუქრად.