"ახლა მაქვს ლამაზი და დაკოფსილი. ყველა ქალს ვურჩევ მის გაკეთებას" - რისი ოპერაცია გაიკეთა კესარიამ

kesaria

კესარია აბრამიძე ამბობს, რომ ექვსი კილო მოიმატა, თუმცა არ ადარდებს. მცირე ქირურგიული ჩარევაც გაიკეთა. მუცლის ცხიმის მოშორებაზე ფიქრობს. აუზზე ნახევრად შიშველ სიარულს აანონსებს და ქალბატონებს რჩევებს აძლევს. კიდევ ის, რომ საჯაროდ პირადზე საუბარს დროებით თავს არიდებს, მომბეზრდაო.

დანარჩენს "პრაიმტაიმის" მკითხველს თავად უამბობს. 

კესარია აბრამიძე: ვემზადები აუზისთვის. დათბეს და ყველა აუზზე მნახავთ თითქმის შიშველს. ყველაზე ღია საცურაო კოსტიუმები მე მაცვია.

სახის კანს რუჯისთვის ვამზადებ. ღრმა წმენდას და პილინგებს გავიკეთებ. აქტიურად მოგიწოდებთ ქალბატონებს, აუცილებლად დამატენიანებლითა და მზის დამცავით იარეთ. მოუარეთ კანს და თმას. 

24 საათი გიჟივით ვჭამ, თან კარგად და ქართულად, მამა-პაპურად ვიკვებები. არც საკვებს ვარჩევ და არც დიეტაზე ვარ. მთელი ზამთარი არ მივარჯიშია. ექვსი კილო მექნება მომატებული, მაგრამ კომპლიმენტებს ვიღებ, გიხდება, უფრო სავსე და ფორმებიანი ხარო, ამიტომ ზედმეტ კილოგრამებს არ განვიცდი. ძალიან რომ ვხდები, მაშინაც - ვაიმე, როგორ გიხდებაო. ვეღარ გავიგე, სად გავჩერდე.

ზაფხულობით ვხდები. მე მზე და ცურვა მიყვარს. ზაფხულისტი ვარ. გავაქტიურდები და ისევ გავხდები. ისეთი წონა, დისკომფორტს რომ მიქმნიდეს არასდროს მქონია, რადგან კარგი მეტაბოლიზმი მაქვს, თან გენეტიკაც ხელს მიწყობს. დედაც ჩემს ტანზეა და ერთი ზომის სამოსს ვიცვამთ. ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას, დავტკბე გემრიელი საკვებით, თანაც როცა მინდა.

დედას არანაირი ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, ის ბუნებრივად ლამაზია. უკრაინელი გახლავთ.

დედაც ჭორფლიანია და მეც. სახეზე, ხელ-ფეხზე ჭორფლი მაქვს. რუჯის დროს, მხოლოდ საცხს ვისვამ სახეზე, ტუშს, ტუჩის "ბლესკს" და უკვე "ვიდზე" ვარ. უმაკიაჟო და ჭორფლიანი სახე ჩემი "ფიშკაა". დიდ კომპლიმენტებს ვიღებ და მახარებს. არადა, ბავშვობაში მაკომპლექსებდა ჭორფლი. დამცინოდნენ, რიჟა ხარ და ჭორფლიანიო. ახლა ისე დაფასდა, ხალხი იხატავს ჭორფლს. 

წარბის გაკეთებაზე დიდი სიფრთხილე გჭირდებათ. ვინც პერმანენტულ მაკიაჟს იკეთებს, მათ გასაგონად ვამბობ. ყველა აკეთებს, მაგრამ კარგად ვერ. წარბი გარეგნობაში უმთავრესია. ბოლოს ძალიან მუქი გამიკეთეს და საშინელება დამმართა თეთრ კანზე. ლაზერით ორჯერ ამოვიწვი, მაინც ვერ მივაღწიე იმ ფერს, რაც მინდა. ვცდილობ, მაქსიმალურად მივუახლოვდე ბუნებრივს. რაც უფრო ვიზრდები და ჭკუაში ვვარდები, ვცდილობ ყველაფერი ბუნებრივთან მიახლოებული მქონდეს, ბუნებრივად გამოვიყურებოდე და არა რადიკალური ცვლილებებით.

მაკიაჟს ყოველთვის თვითონ ვიკეთებ. სახლში საგრიმიორო მაქვს. ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა და სულ მაინტერესებდა მაკიაჟის კეთება. დავამთავრე კიდეც კურსი. ბებია მხატვარი იყო. ნიჭიც გენეტიკურად მისგან გადმომეცა. დეალურ მაკიაჟს ვიკეთებ. გადაცემებში ჩემი მაკიაჟით დავდივარ.

იცით, რა მაინტერესებს? მუცლის მოყინვის პროცედურას მთავაზობს რამდენიმე ცენტრი და მინდა დავტესტო, თუკი მომეწონება, მერე რეკლამასაც გავაკეთებ, სხვებსაც ვურჩევ.

უი, ხო, გავიკეთე ვაგინის გალამაზება, 13 წლის ბავშვივით მაქვს, ლამაზი და დაკოფსილი. ვურჩევ ყველა ქალს ამგვარი "რეფრეში" გაიკეთოს. მშობიარობის შემდეგ ქალებს სჭირდებათ ამ პროცედურის გაკეთება, აახალგაზრდავებს და ქალიშვილი გოგოსავით ხარ. საკმაოდ ძვირადღებული პროცედურაა, თუმცა გამაახალგაზრდავებელი.

სხვა რა გითხრათ. პირადზე საუბარი ძალიან მომბეზრდა. სულ დაშორება, განშორებებში ვარ და ეგ თემა მომბეზრდა. მეზარება. ძვირად ღირებული საჩუქრებიც აღარ მიმიღია. ბოლო იყო სახლი, მანქანა, "როლექსი" და ოქროს სამკაული... პირადზე საუბრისგან ვისვენებ...