1770743848
„დავიღალე სიშიშვლით, ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ" - ბიანკა ცენსორის გულახდილი ინტერვიუ
ბიანკა ცენსორი, რომელმაც საზოგადოებას თავი თამამი ლუქებითა და სიშიშვლით დაამახსოვრა, გამოცემა Vanity Fair-თან გულწრფელად ალაპარაკდა.
მისი თქმით, ის დაიღალა სიშიშვლით და ასე გაგრძელებას აღარ აპირებს.
ბიანკამ ასევე განმარტა, თუ რატომ არჩევდა ასეთ თამამ ლუქებს:
„სიშიშვლით შეპყრობილი ვიყავი, აშკარა ობსესია მქონდა. მუდმივად ერთსა და იმავე ვიზუალს ვიმეორებდი. ეს ჩემი ხელოვნების ნაწილი იყო".
ბიანკას თქმით, კანიე უესტი მას არაფერს აიძულებდა.
„ეს კოლაბორაცია იყო, ის არაფერს მაიძულებდა და არც არაფერზე მიმითითებდა".











