1770743848
კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ France24-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ორშაბათს ღამით, პეტროს ვერტმფრენმა კარიბის ზღვის სანაპიროზე დანიშნულების ადგილას დაშვება ვერ შეძლო იმის შიშით, რომ დაუდგენელი პირები მას „ცეცხლს გაუხსნიდნენ“.
„ოთხი საათით ღია ზღვაში გავედით და იქ აღმოვჩნდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, რათა სიკვდილისთვის თავი დამეღწია“, - განაცხადა პეტრომ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
პეტრო ამტკიცებს, რომ ნარკოტრეფიკინგის დაჯგუფებას მისი მოკვლა 2022 წლის აგვისტოში, თანამდებობის დაკავების დღიდანვე აქვს განზრახული.











