„ჩვენი დაშორების მიზეზი ჩემი ეჭვიანობა იყო...“ - შეცვლილ პიკასოზე ცოლი ალაპარაკდა

nozadze

ირაკლი ნოზაძეზე მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის ოჯახმა და ცოლმა ძალიან შეცვალა. აღარ არის ძველებურად ბოჰემური და "მოგულავეო"...

ია დუდაშვილი და პიკასო უკვე შვიდი წელია ერთად არიან. ირაკლის ბიოგრაფიაში, იამდე, ორი ცოლი და ერთი შვილი შედის.

მესამე ცოლთან, "ქუჩის ბიჭმა", კრიზისული პერიოდიც გაიარა. ორწლიანი განშორებაც ჰქონდათ. ამ დროს, "თავისუფალ" ირაკლიზე მონადირე ქალბატონები ისევ გააქტიურდნენ, მათ შორის, ყოფილებიც... თუმცა წყვილმა, რომელსაც პატარა ნიაკო აკავშირებდა, კრიზისი დაძლია და ისევ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გადაწყვიტა. ამასობაში ოჯახი გაიზარდა და დღეს, მშობლები ნიაკოსთან ერთად, გაბრიელსაც ზრდიან...

ია დუდაშვილი: იყო დიდი კრიზისები, რომელიც ორ წელს გაგრძელდა. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენში, ორივეში მოხდა ის ცვლილებები, რომლის შედეგადაც მთლიანად გადავაფასეთ ღირებულებები და მივხვდით, რომ ჩვენთვის ოჯახი ყველაფერია. ამ ორწლიანი კრიზისის დროს, როდესაც ერთად არ ვიყავით, ვგრძნობდი, რომ ირაკლი ბოლომდე არ მკარგავდა, არ მიშვებდა. არც ვრიგდებოდით, თუმცა არც მემშვიდობებოდა. 

- და რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?

- ჩემი ეჭვიანობა. საბაბი ნამდვილად მქონდა. თუმცა გადამეტებულად ვეჭვიანობდი. გამოუცდელი ვიყავი, სხვა ღირებულებები მქონდა. 

- ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ირაკლი აბსოლუტურად შეცვლილია. ეს შენი დამსახურებაა?

- შეიძლება ითქვას, მეტწილად ჩემი. ირაკლიმ საკუთარი კომფორტის ზონა იპოვა, საიდანაც გამოსვლა აღარ სურს. საერთოდ აღარ ვეჭვიანობ. მივხვდი, რომ ირაკლი ის ტიპია, რომელიც არ უნდა დაიჭირო, მასზე არ უნდა იეჭვიანო. თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი და შეიძლება სახლიდანაც არ გავიდეს.