1746733863
ჩინელმა წყვილმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ 6 თვის განმავლობაში ტუალეტის წყალს სვამდა

ჩინელმა წყვილმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ 6 თვის განმავლობაში ტუალეტის წყალს სვამდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტენსა და მის შეყვარებულს კუჭ-ნაწლავის პრობლემები განუვითარდათ, რასაც თან თმის ცვენა, აკნე და გამუდმებული ხველა სდევდა.
რეალობას ფარდა მაშინ აეხადა, როდესაც თვის ბოლოს წყვილს წყლის გადასახადი არ მოუვიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მათ სახლში ხელოსანი მოეყვანათ და წყლის მილები შეემოწმებინათ. აღმოჩნდა, რომ ის მილი, საიდანაც დასალევი წყალი მოდიოდა, ტუალეტის მილზე იყო მიბმული და ისინი 6 თვის განმავლობაში ტუალეტის წყალს სვამდნენ.
ასევე ნახეთ:
„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი
„არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში...“- როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს