„ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული სანახავია, როდესაც პატარა გოგონებს უზომოდ დიდი ტუჩები აქვთ“ - რუსა ჩაჩუა

rusa chachua

მოდელი რუსა ჩაჩუა გადაცემა „მედგიდის" სტუმარი იყო.

რუსამ გადაცემაში თავის მოვლის რუტინაზე ისაუბრა.

„ორმოცს გადავაბიჯე, ოთხი შვილი მყავს და ფტოზიც წავიდა... მოკლედ, ყველა ეტაპი გავიარეთ.

ბოტულოქსინის პროცედურაზე ხანდახან ოთხ თვეში ერთხელ მივდივარ, რადგან ზაფხულში ორგანიზმიდან უფრო სწრაფად გამოიდევნება: ვარჯიში, მზის სხივები, ეს ყველაფერი მის მოქმედებას აჩქარებს. ამიტომ, პროცედურის გამეორება უფრო ხშირად მიწევს -  სახეს არ აშეშებს, შედეგი ბუნებრივია.

ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული სანახავია, როდესაც პატარა გოგონებს უზომოდ დიდი ტუჩები აქვთ. თუმცა, დღეს მთელი მსოფლიო ტენდენცია ბუნებრიობისკენ არის მიმართული. ახლა ყველას, ვისაც ფილერი, სილიკონი თუ სხვა მსგავსი საშუალებები ჰქონდა გამოყენებული, ეს ყველაფერი გამოაქვს" , - ამბობს რუსა.