"ჩემთვის გარეგნობა პრობლემა არასდროს გამხდარა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ხართ ლამაზი, მაგრამ სულელი, რაც ჩემს შემთხვევას არ შეესაბამება" - ალენ დელონი

delon

მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სილამაზის საზომი მამაკაცებში - ალენ დელონი იყო. ქალებს მოსწონდათ, ეტრფოდნენ, პოსტერებს აკრავდნენ. ეგეც არ იყოს ალენ დელონი, ამბობდნენ დამცინავად მასზე, ვინც გარეგნულად არ მოსწონდათ. ან როგორ უნდა ყოფილიყო ვინმე ალენ დელონი? მაცდური გარეგნობის, ლურჯთვალა ფრანგი კინოვარსკვლავი, რომელიც კარიერაში, თითქოს გარეგნობის ხარჯზე გავიდა ფონს. 

1990 წელს მიცემული ინტერვიუში დელონი, საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, შემდეგ ფრაზას ამბობს, შესაძლებელია, ერთდროულად იყოთ ლამაზი, ნამდვილად კარგი მსახიობი და არც ისე სულელი.

მართლაც, მხოლოდ გარეგნობის ამარა ბევრს ვერაფერს მიაღწევდა. მას საკმარისი ნიჭიც აღმოაჩნდა და იღბალიც...

ამონარიდი ამ ინტერვიუდან...

- იყო მომაბეზრებელი ყოფილიყავით "ლამაზი მამაკაცი" წლების მანძილზე?

- ეს ჩემთვის პრობლემად არასოდეს წარმოჩენილა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ხართ ლამაზი და სულელი, რაც ჩემს შემთხვევას არ შეესაბამება. ასევე, პრობლემაა მაშინ, როდესაც ხართ ლამაზი და ცუდი მსახიობი, რაც ჩემი აზრით, მე არ მეხება. მაგრამ, შესაძლებელია ერთდროულად იყოთ ლამაზი, ნამდვილად კარგი მსახიობი და არც ისე სულელი, რაც ჩემი პრობლემა კი არა, უკვე სხვების პრობლემა ხდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შემაწუხებელია. და იწყება მთელი რიგი ანტიპათია, გაღიზიანება... რასაც არაუშავს.

ჩემზე არ უნდა ნაწყენდებოდნენ; დედაჩემმა გამაჩინა ასეთი, როგორიც ვარ. მადლობა მას ამისთვის.
იცით, მყარად მწამს რასაც ვამბობ, სინამდვილეა, რომ ქალისთვის, ისევე როგორც მამაკაცისთვის, გარეგნული სილამაზე მაშინ, როდესაც დანარჩენი ყველაფერი გაქვს ცხოვრებაში, დიდი პლუსია. უნდა ვაღიაროთ!

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ქმარი სამი თვე ჰყავდა. ბევრი ეტრფოდა; ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. შვილი კი უნდოდა, მაგრამ..." - დღეს ზეიკო ბოცვაძე 80 წლის გახდებოდა

ქალები ალენ დელონის ცხოვრებაში და რომი შნაიდერი, როგორც საბედისწერო „საუკუნო სიყვარული“

„არ უნდოდა, რომ შეგცოდებოდა. ჩემმა სენმა უკან რომ დაიხია, ცუცა, ეს იცი, რისი ბრალიაო?..“ - სად და როდის დაკრძალავენ ლევან შენგელიას