როგორ უნდა მოვიქცეთ მთვარის დაბნელების პერიოდში - რჩევები წარმატების მისაღწევად

მთვარე

18 სექტემბრიდან მთვარის დაბნელება იწყება.

ასტროლოგი, ანზორ ოდიშარია ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს რა უნდა გააკეთონ ამ პერიოდში, იმისათვის, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართოს.

„პირველი რაც მნიშვნელოვანია, დავემშვიდობოთ იმ განცდებს, წყენებს რაც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. შიშები რაც გვაქვს, ვეცადოთ, რომ ჩამოვწეროთ, გადმოვიტანოთ ფურცელზე და დავწვათ, დავემშვიდობოთ, გავატანოთ წარსულს.

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია შინაგანი განახლებისთვის, ყველაფერი ის რაც სულში გვედო და გვამძიმებდა გადავყაროთ, ყველაფერ ცუდს კარგი მოჰყვება“, - ამბობს ანზორ ოდიშარია დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში.