ამ ხრიკებით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - სპეციალისტის რეკომენდაცია
1766765194
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.