საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
20 მაისს ბოლო ზარის დღეა საქართველოს სკოლებში... და დაჰქროდნენ სამახსოვრო წარწერებით თეთრ პერანგ აჭრელებული ლამაზი გოგო-ბიჭები და ახალ ეტაპზე გადასვლის დღეს, გაუცნობიერებელ სიხარულს დაატარებდნენ. ამ დღეს ხომ გიხარია, რომ "დიდდები". არადა, ბავშვობის დასრულება რომ არ შეიძლება, ამას გაცილებით გვიან ვაცნობიერებთ, როდესაც, ჟამთაცვლისგან, უკვე გაყვითლებულ პერანგზე იმ სამახსოვრო წარწერებს გულაჩუყებული გადავავლებთ თვალს...
სკოლა დაამთავრეს მსახიობების - ლევან ყოჩიაშვილის და მაკა შალიკაშვილის შვილებმა.
"გილოცავ სკოლის დამთავრებას. ბედნიერი და წარმატებული მომავალი, შენ, ვასი. მიყვარხარ და მეამაყები" - წერს ლევანი ფეისბუქზე.
შვილის ფოტოებს აქვეყნებს მაკა შალიკაშვილიც, ემოციებს კი "პრაიმტაიმის" მკითხველს უზიარებს.
მაკა შალიკაშვილი: დღეს გავიაზრე და ჩავუღრმავდი, მართლა გუშინ წავიყვანე თინანო სკოლაში... და უკვე დაამთავრა! ჩემს თავს ვუთხარი, მაკა, არ გინდა სენტიმენტები, არ ჩაჰყვე, თორემ შეიძლება გაგიჟდე-მეთქი. ეს ემოცია გადავკეტე, ჩავიცვი, გამოვიპრანჭე და წავედი ჩემი შვილის სკოლის ბოლო ზარზე.
დედაჩემი ტიროდა, რადგან მამაჩემი ვერ მოესწრო თინანოს სკოლის დამთავრებას. სურვილი ჰქონდა, თინანოს სკოლის დამთავრებას და ქორწილს დასწრებოდა... სამწუხაროდ, ორი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა ისეთი სევდიანი ვარ, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ამ დღეს, მაინც არ უნდა ვიტიროთ. კი, ჩვენი ძვირფასი ადამიანი ვერ მოესწრო ამას, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი შვილები ღიმილით, სიცილით, მაგარ ხასიათზე უნდა გადავიყვანოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. საერთოდ არ მომწონს "ბოლო ზარი" რომ ჰქვია. უფ, კაი რა... ბოლო მტრისთვისაც არ იყოს.
ალბათ, იმდენად ბევრია ჩემში ეს სენტიმენტები, ახლა ცრემლებად დავიღვრებოდი, მაგრამ არა! პირიქით, პროტესტი მაქვს და ვარ ბედნიერი, ვარ ძალიან ახალგაზრდა, შემდგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული...
ბედნიერი დედა ჰყავს თინანოს!
მე მინდა თითოეულ ბავშვს ვუსურვო ბედნიერება, სწავლა-განათლება. არაფერი არ მთავრდება, პირიქით, ახლა იწყება.
ბავშვებო, კითხვა, განათლება, გონიერება, გააზრება. სულიერი ზრდა, რომ არასოდეს, არავინ და არაფერმა იმოქმედოს თქვენზე.
მინდა, რომ იყვნენ თავისუფლები და ბედნიერები. არა სულელურად თავისუფლები, არამედ გააზრებულად, რომ ზუსტად იცოდნენ, რას და ვის ემსახურებიან და რას ემონებიან. ყველას ვუსურვებ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას, წარმატებას და ჯანმრთელობას.
გეტყვით, რომ თინანოს, სასურველ ფაკულტეტებს შორის, სამსახიობო ფაკულტეტი არ ჩაუწერია. ისე კი, გამოვტყდები, მე გავოცდი, რომ სამსახიობო არ აურჩევია. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რაც გინდა, დედიკო, ის გააკეთე-მეთქი. მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვარ. ადამიანის შინაგან თავისუფლებას პატივს ვცემ.
მოდით, ჯერ საიდუმლოდ შევინახავ მის არჩევანს.
წარმატებები ყველას!
ასევე დაგაინტერესებთ:
"რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა" - გია ფერაძე შეყვარებულია