„რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა" - გია ფერაძე შეყვარებულია?

feradze

გია ფერაძის უმცროსმა ვაჟმა, ასევე მსახიობმა - გიორგი ფერაძემ, თეატრ "გიტისში" დონ კიხოტის როლი ითამაშა. პრემიერა დღეს შედგა. სპექტაკლს ითამაშებენ ხვალაც.

მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, გზას ულოცავს თავის ახალ პერსონაჟს და რეჟისორს, ალექსეი ჩერნიშევს მისთვის მიცემული როლისთვის, მადლობას უხდის. იქვე სიყვარულში უტყდება ქალს, რომელსაც თავის დულსინიად მოიხსენიებს.

"რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა " - წერს ფერაძე უმცროსი ფეისბუქ სტატუსში.

არტისტი ქსენია ბეზუგლოვასთან ერთად გადაღებულ ამგვარ ფოტოსაც აქვეყნებს - "სთორავს".

ახლად გამომცხვარი დონ კიხოტი, მისი პერსონაჟის საყვარელი ქალის სახელს, ტყუილად არ ახსენებდა... არც ამგვარ ფოტოებს იღებენ უსიყვარულოდ...

ამ პოსტით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გიორგი შეყვარებულია; მან თავისი დულსინია, ფაქტობრივად, საზოგადოებას ამ გზით წარუდგინა.

გიორგი გია ფერაძის უმცროსი ვაჟია. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. როდესაც საქართველოში, ბიძის და და-ძმის გასაცნობად ჩამოვიდა, ეს მსგავსება ყველამ საკუთარი თვალით იხილა. გიას მეგობრები - ნანული სარაჯიშვილი და ასმათ ტყაბლაძე შოკში ჩავარდნენ. "გვეგონა გია იყო ჩვენთან. გარეგნობის გარდა, მანერებითაც საოცრად ჰგავს გიას." "გია როგორც მეცეკვებოდა, ზუსტად ისე მეცეკვა გიორგიც, ლამის გავგიჟდი. გია გაგვიცოცხლა" - იხსენებდა ქალბატონი ნანული. 

გაზეთ "პრაიმტაიმს" წლების წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა და თან ძალიან ემოციური.

გიორგი ფერაძე: ბიძაჩემმა მითხრა, როცა ჩაგეხუტე, შენი კისრიდან ჩემი ძმის სუნი ვიგრძენიო. კისერი ხომ პულსაციისა და ფლუიდების ადგილია. ბიძაჩემს მაგრად რომ ჩავეხვიე, ჩვენი გენი თითქოს შეერთდა. საშინლად ღელავდა, განიცდიდა, გაგიჟებული იყო. მითხრა, შენ გადი პირველი, აბა, თუ გიცნობენო. ნინკა და მისი ქმარი ვიცანი, მაგრამ, მათ გარდა, კიდევ 15 ადამიანი იდგა. მსახიობები, მამას მეგობრები... მთელი აეროპორტი მე მელოდა... თოჯინასავით მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ. და ყველა ერთს გაიძახოდა - ვაიმე, როგორ ჰგავს გიას! აქამდე არ ვიცოდი ჩემსა და მამას შორის ასეთი მსგავსება თუ იყო. მე მისი ფოტოები მქონდა ნანახი, სადაც უკვე შედარებით ასაკში იყო. აქ რომ ჩამოვედი და 25 წლის გიას ფოტოები ვნახე, გავოცდი! ეს იყო შოკი! მე ჩემს ფოტოებს ვუყურებდი.

გაცნობის შემდეგ, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ და-ძმას - მარიკუნას და გიორგის. თითქმის ტოლები იყვნენ. 

"გამოვდივარ ქუჩაში, არავინაა. მანქანის ფარები ანთებულია და კარი იღება. გადმოდის ქალი, ულამაზესი, ფერაძეებისთვის დამახასიათებელი „ღირსებებით" და... პირველი, რაც ვთქვი: რა სამწუხაროა, რომ ჩემი და ხარ-მეთქი. რა ვქნა, ასეთი რეაქცია მქონდა. მან „ხულიგნურად", ავტორიტეტულად მომმართა: „პრივეტ, ბრატუშკა" (ვგიჟდები, მარიკუნა რუსულად რომ მელაპარაკება). საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ერთ სუფრას ვუსხედით მე, მარიკუნა, ბიძინა და ნინკა. და რას მეუბნებიან: გია, მადლობა, რომ შეგვკრიბე, ჩვენ არასდროს ერთ სუფასთან არ ვმსხდარვართო. გავგიჟდი" - ჰყვებოდა გიორგი.

სამწუხაროდ, მარიკუნა შარშან ივლისში, 39 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა...

გიორგის დედა, პოეტი ირინა დღემდე გია ფერაძის გვარს ატარებს. მას ოჯახი აღარ შეუქმნია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი ყიფშიძე გავრცელებულ ჭორებს პასუხობს, თუ ვინ აჩუქა ბინა

მერილინ მონროს 14 საყვარელი კერძი და სასმელი