„ჩემი ტელეფონი არ ჩერდება... კიდევ ახალი ეტაპი იწყება“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე, თაია ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს:

კიდევ ერთხელ, საიდან დავიწყო წერა არ ვიცი, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უზომოდ ვგრძნობ თქვენს გვერდით დგომას და მადლობა თქვენ ამისთვის მაპატიეთ რომ ეს პერიოდი არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში. ვიცი გაინტერესებთ, როგორ ვარ, მგულშემატკივრობთ და გინდათ, რომ ჩემთან ერთად გაიხაროთ ჩემი პატარა თუ დიდი წარმატებებით... ეს აუცილებლად ასე იქნება... უბრალოდ დროებით, სულ ცოტა ხნით მჭირდება დავისვენო, დავასვენო ჩემი სხეული და სული... აუცილებლად მალე დაგიბრუნდებით აქტიურად...

მე ყოველთვის ვამბობ, ვერასდროს გადავიხდი იმ გვერდით დგომას, რასაც თქვენგან სულ და ყოველთვის ვიღებ... მადლობას გეტყვით დაუღლელად ამ სოლიდარობისთვის, მიღებისთვის, გაზიარებისთვის და გააზრებისთვის ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებდით და აკეთებთ.

კიდევ ახალი ეტაპი იწყება, ამიტომაც ჩემთან ერთად ისე, როგორც ღირსეულ ადამიანებს შეგვეფერება, გავიაროთ ეს ეტაპიც... ადამიანებს ლანძღვით ვერაფერს გააგებინებთ, ამიტომაც არ მოიშალოთ ნერვები და რაც შეიძლება მოთმინებით გავიაროთ ეს პერიოდიც...  უბრალოდ მიყვარხართ,“ - დაწერა თაია ჭიჭინაძემ.