პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სალომე ბარათაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გოგა ჯაბაურს, ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული სიტყვების გამო, სალომესთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
,,პროექტი დამთავრდა, აღარც კონკურენტები ვართ, არც დახურულ სივრცეში - ჩვენი აფეთქება და "დაცურება" სტრესს რომ დავაბრალოთ, არც ვერჩით ერთმანეთს...
ამიტომ ორმაგად და მართლა გაოცებული ვარ, რაც ხდება სალომეს წინააღმდეგ აგორებულ ამბებზე და კიდევ უფრო ის მაოცებს, ასე ღირსეულად როგორ იტანს, ყოჩაღ :))
მეტი არავის ვახსენებ, რაკი პრაიმ ჰაუსელებთან ან ვმეგობრობ, ან ვდისტანცირდები და შორიდან ვგულშემატკივრობ. წაკიდების და ნეგატივის დრო არაა, მხოლოდ ბედნიერება უნდა იყოს გარშემო!
ჩემი მხარდაჭერა ამ ძლიერ გოგოს, ყველა, ვინც ბილწსიტყვაობს და "პლინტუსზე" დაბლა ფორთხავს - ამით მხოლოდ საკუთარ სახეს ავლენს, არ იდარდო, ყველა ყველაფერს ვხედავთ.
ველი, როდის მოიხდის გოგა ბოდიშს, მისთვისვე იქნება კარგი
წარმატებები ყველას და შეგახსენებთ: დამთავრდა პრაიმ ჰაუსი, დაამთავრდაა, ბინა მე წავიღე, უფრო სწორად ჰაერი, შესაბამისად არც არაფერი გაქვთ გასაყოფი, შერიგდიიით, ან გაიარეთ თქვენს გზებზეე, ვააჰ", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.