"ჩემგან და ირაკლისგან გამორჩეულია. ბალეტს იცეკვებს თუ პურს გამოაცხობს, ეს მეასე ხარისხოვანია" - ქეთათო ქალიშვილს გვიხასიათებს

nana

ნანა ჩარკვიანმა "პრაიმტაიმთან" გაამხილა, რომ მწერლობა სურს. მამისა და ბაბუას გათვალისწინებით, აქ გასაკვირი არაფერია. თავი ბლოგერობაში სცადა და საკმაოდ გულახდილადაც წერს.

"მინდა, ყოველთვის ასაკთან შესაფერისი ტიპი ვიყო. ახლა 18 წლის ვარ და მგონია, რაზედაც გულწრფელად და ცნობიერად შემიძლია ვწერო, იმაზე ვწერ, სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში. ემოციურად და პირად თემებზე წერას არ ვერიდები. საკმაოდ გახსნილად ვწერ. ასე ნელ-ნელა ვენდობი ჩემს თავს.

ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მომავალი ნანა, ალბათ, გეტყვით, რას იზამს მომავალში. ჯერ დინებას მივყვები.

და გეტყვით, რომ მწერლობა მინდა. ვნახოთ" - უთხრა ნანამ "პრაიმტაიმს".

ქეთათო მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად მეასე ხარისხოვანია, რა პროფესიას აირჩევს მისი შვილი, მთავარია თავისი ფასეულობები დაიცვას. 

ქეთათო: ნანა ზრდასრული ადამიანია, რაც უნდა, ის უნდა გამოვიდეს. მე ბლოგერად ვერ აღვიქვამ. ამაში დიდ ენერგიას არ დებს და როცა სათქმელი უგროვდება, გვიზიარებს.

ადამიანები, რაც მეტად დავინტერესდებით, მეტი სათქმელი დაგვიგროვდება და სხვადასხვა დარგში ვიპოვით თავს, მით უკეთესი. ამიტომ რაც უნდა, ის უნდა გამოვიდეს. თავისი ფასეულობები სულ უნდა დაიცვას. მწერალი იქნება, ბალეტს იცეკვებს თუ პურს გამოაცხობს, ეს მეასე ხარისხოვანია. 

ჩემგან და ირაკლისგან გამორჩეულია, სულ სხვა თაობაა. წიგნის სიყვარული შევამჩნიე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს არაფერს არ ვაძალებ. მე რასაც წლების შემდეგ ჩემით ვკითხულობდი, იმ ლიტერატურას უკვე მშვენივრად ეცნობა. თავისით რომ მიდის ადამიანი აქამდე, ეს ძალიან კარგია. 

- ირაკლის რით ამსგავსებთ?

- ირაკლის და ჩემი შვილია და ნანაა ჩარკვიანი. მეტი რა გითხრათ?!