1728312638
„5 წელია, ერთად ვართ“ - ვინ არის ქეთათოს რჩეული
მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო გადაცემას „ბაიასთან“ სტუმრობდა, სადაც მან ახალი ოჯახის შექმნის შესახებ ისაუბრა:
„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ. ოჯახის შექმნა არ გულისხმობს ხელის მოწერას, ჯვრისწერას... მე ირაკლისთანაც არ მიმიცია ამისთვის ოფიციალური ფორმა. უბრალოდ, როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის თანდათან ხდება შენი მეორე ნახევარი. ზუსტად ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც. გავიცანით ერთმანეთი და როცა ადამიანებს შორის სატელეფონო საუბრებიც კი ჩვეულებრივზე დიდხანსაა, ეს არის
მიზიდულობის მომენტი, ინტერესი, ეს იშვიათად ხდება. ირაკლი გავიცანი 16 წლისამ და 17-ის ვიყავი, როცა ცხოვრება ერთად დავიწყეთ.
მე თვითონ ვიპოვე ირაკლი, სტუმრად მივედი მასთან სახლში მეგობრებთან ერთად. ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. კარი გელამ გააღო. გელა და ირაკლი რაღაც საბუთების გასაკეთებლად მიდიოდნენ. ირაკლი ფეხსაცმელს იკრავდა და ქვემოდან ამომხედა.
პირველი კადრიც მახსოვს.. როცა ნანას ვუყურებ, ნანაში ვხედავ ირაკლის, მისი ღიმილი მახსენდება ხოლმე, კმაყოფილი ღიმილი, ბედნიერების შეგრძნება, გადმომხედავდა ხოლმე... ზოგადად, სულ მახსოვს“ - თქვა ქეთათომ.
ქეთათოს სოციალური ქსელით ირკვევა, რომ მისი რჩეული გივი ფანცულაიაა.