პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირაკლი ჩარკვიანის ნანა უკვე 18 წლისაა. ნანა ჩარკვიანი ბლოგერობით არის გატაცებული.
სწავლობს გლობალური ჰუმანიტარიის ფაკულტეტზე, ეუფლება - ფილოსოფიას, ხელოვნებასა და პოლიტიკას.
წერს მუსიკას და მისი მოსმენა იუთუბარხზე შეგიძლიათ. ან რა გასაოცარია, ირაკლი ჩარკვიანის შვილი წერდეს მუსიკასაც და ლიტერატურაშიც სცადოს ბედი.
ამბობს, რომ ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და თვლის, რომ ის მისთვის სულიერი თანამგზავრია.
როგორც გამოგვიტყდა, სამომავლოდ მწერლობასაც აპირებს. მესიამოვნა. ბატონი გელა როგორ იამაყებდა, ხომ ადვილი წარმოსადგენია. მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ააწყვეს, ლონდონიდან დაწყებული - ბატონი გელას გარდაცვალებამდე... საუბრობდნენ ბევრს იყო ეს სადილის მენიუ თუ ფილოსოფია. ნანა ხშირად უმზადებდა მარტო დარჩენილ ბაბუს კერძებს... ის იყო მისი ერთგვარი "მდივანიც" და მარტოობის დამაფრთხობელიც. ბევრი რამ შეისრუტა ნანამ ძალზე განათლებული და ინტელექტუალი ბაბუსგან.
ნანა ჩარკვიანი: - მინდა, ყოველთვის ასაკთან შესაფერისი ტიპი ვიყო. ახლა 18 წლის ვარ და მგონია, რაზედაც გულწრფელად და ცნობიერად შემიძლია ვწერო, იმაზე ვწერ, სოციოლოგიურ ფსიქოლოგიურ ჭრილში. ემოციურად და პირად თემებზე წერას არ ვერიდები. საკმაოდ გახსნილად ვწერ. ასე ნელ-ნელა ვენდობი ჩემს თავს.
ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მომავალი ნანა, ალბათ, გეტყვით, რას იზამს მომავალში. ჯერ დინებას მივყვები.
და გეტყვით, რომ მწერლობა მინდა. ვნახოთ.