1728156496
„ბევრნი შევიკრიბეთ, ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით“ - 40 დღე ლამაზი მარიკუნას გარდაცვალებიდან
მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა; მსახიობ გია ფერაძის 39 წლის შვილი, 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი მოტოციკლეტიდან გადავარდა...
22 აგვისტოს უზარმაზარი სამეგობრო შეიკრიბა და ღიმილით მოიგონა ტრაგიკული ბედის მქონე ლამაზი და სიცცხლის მოყვარული მარიკუნა...
ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა მეგობარმა, უდროოდ წასული მეგობრის სახელზე, დეკორატიული სანთლის სერია გამოუშვა...
ქეთი წიქვაძე "პრაიმტაიმთან" ბავშვობის მეგობარს იხსენებს. გოგონების მშობლები - ნანა ლორთქიფანიძე და ირინა მიქატაძე ახლო მეგობრები იყვნენ... დედების მეგობრობა შვილებზე გადავიდა...
ქეთი წიქვაძე: მარიკუნას, დიდი ირინას და პატარა ირინას (მარიკუნას შვილის) მეგობრები შევიკრიბეთ, ვისადილეთ, გავიხსენეთ... მარიკუნასთან, სიცილ-კისკისის და გართობის მეტი, არავის არაფერი გვაკავშირებს; მოწყენილი და ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით მარიკუნას;
ბევრნი ვიყავით და ყველა უახლოესი იყო მარიკუნასთვის, ყველასთან თავისი ისტორიებით და ხანგრძლივი ურთიერთობით იყო დაკავშირებული; ეს არის ადამიანთა უზარმაზარი ჯარი; ის ამხელა სამეგობროს ყოლას ახერხებდა;
ამ შეკრებით, მთელი ცხვრების დაგროვილი მეგობრები გაგვაერთიანა;
ერთად გავიზარდეთ, მოულოდნელი შოკი იყო მისი ტრაგიკული გარდაცვალება;
ბოლო თვეები წასული იყო. მიმოწერით ვკონტაქტობდით.. ის ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში. დრომ და მანძილმა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა ვერ შეცვალა;
ასევე დაგაინტერესებთ: "ყუთზე დიდი ასოებით დააწერა "ოქრო და ბრილიანტები" და გადასცა მუშებს... მეორე დღეს, გულწრფელად უკვირდა, სად გაქრა ყუთი..." - უცნობი ამბები მარიკუნა მიქატაძეზე
„ღმერთმა, შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე მაჩუქა“ - რას ჰყვება ალინა არველაძე მარიკუნა მიქატაძეზე