დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს საშინელი ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. საბერძნეთში გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მეგობრები ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან.
ტრაგედიით შეძრულია ყველა... გამორჩეული გარეგნობის, 39 წლის მარიკუნას საკმაოდ დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავს. მომხდარი ყველასთვის შოკია...
მარიკუნას უდროოდ წასვლამ, ისევ გაახსენა თბილისს ეს ტრაგიკული ოჯახი და იმ სევდიანი თვალების მქონე გოგონას ბავშვობა, ეზოში თამაშისას რომ წამოაძახეს - მამამ დედა მოგიკლაო.
ეს, ალბათ, მხოლოდ მან იცოდა, როგორი იყო ამ შლეიფით ცხოვრება... ცხოვრება, რომელიც კინო უფრო გგონია, ვიდრე რეალობა.
და მოუშუშებელი ტრავმის მიუხედავად, უყვარდა ცხოვრება, იყო ლაღი, შარმიანი, თუმცა სევდიანი...
ალინა არველაძე მეგობარს იხსენებს. "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ივნისის ბოლოს ყაზახეთში შეხვდნენ ერთმანეთს.
"ჩვეულებრივი მარიკუნა იყო. გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა და ვერთობოდით..."
ალინა ფეისბუქზე წერს:
"არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს, ჩემო ვარსკვლავო.
რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება.
ცოტა ხნის წინ ღმერთმა, შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე მაჩუქა. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი.
ჩვენი მეგობრობის ამ რამდენიმე წელიწადში იმდენი რამე მასწავლე, რომ სულ მადლობელი ვიქნები.
ყველაზე კარგად იცოდი შენ ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე, რომ არ უნდა მეშინოდეს თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო.
შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში.
სულ ვიძახდი, რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა.
ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო.
მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო" - წერს ალინა ფეისბუქზე.
ასევე დაგაინტერესებთ: სამწუხარო ინფორმაცია - გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა
VIDEO: ნახეთ, რა ხდებოდა ტაძარში და როგორ მოილოცეს მორწმუნეებმა "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი"