დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონი დასრულდა. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა - შოუს 73 500 ერთდროული მაყურებელი ჰყავდა, ხოლო ანისა და გიორგის გულშემატკივართა ზარების რაოდენობამ თითქმის, 4 მილიონამდე მიაღწია.
პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა.
გუშინდელი ემოციებისა და მომდევნო სეზონის შესახებ „პრაიმტაიმს“ შოუს წამყვანი, მარიამ სანოგო ესაუბრა.
მარიამ სანოგო: გუშინ სასწაული ფინალი იყო, მოლოდინი ძალიან დიდი, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოლოდინებს გადააჭარბა. დაფიქსირდა რეკორდული ზარების რაოდენობა, რეკორდული ერთდროული მაყურებლები, ქართული ტელესივრცის აქამდე არსებული ყველა რეკორდი „პრაიმ ჰაუსმა“ კიდევ ერთხელ მოხსნა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
- რაც შეეხება მეორე სეზონს:
- მეორე სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. შესარჩევი ეტაპი დაწყებულია, შოუში მონაწილეობის მსურველები უკვე ავსებენ აპლიკაციებს და სხვადასხვა ეტაპებს გადიან. დარწმუნებული ვარ, როგორც პირველ სეზონზე მოხდა, მოლოდინებს რომ გადააჭარბა, მეორე სეზონი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და წარმატებული იქნება.
- და რა თქმა უნდა, უცვლელი წამყვანით, მარიამ სანოგოთი
- ...ბევრი სიურპრიზით, თან..
- მეორე სეზონამდე რა გეგმები გაქვს?
- ვაპირებ, რომ სიმშვიდეში გავატარო ეს პერიოდი. როცა ახალ პროექტზე მუშაობ, ემოციურად ძალიან დამღლელია, ბევრ ენერგიას ითხოვს, აქედან გამომდინარე, კარგად ვაპირებ დასვენებას და ძალების მოკრებას.