„ბენისა და ჯეილოს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება“- ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე „ბენიფერის“ ურთიერთობაზე საუბრობს

ჯეილო

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწილმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წყვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი დღემდე არ წყდება. ამჯერად ტაბლოიდების ყურადღება ჯენიფერ ლოპესის პირველმა მეუღლემ, ოჯანი ნოამ ( Ojani Noa) მიიპყრო.

მამაკაცმა Daily Mail-თან საუბრისას განაცხადა, რომ „ბენიფერის“ ქორწინება დიდხანს ვერ გაგრძელდება. 

„ჯენიფერს უბრალოდ უყვარს ის ფაქტი, რომ ვიღაცას ის ძალიან უყვარს. მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ, თუმცა, ვეჭვობ, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს გასტანს. მან ერთ დროს მეც მითხრა, რომ მთელი ცხოვრება ვეყვარებოდი, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი მეოთხეა”,- განაცხადა ნოამ. 

ინფორმაცია ლოპესისა და აფლეკის ქორწინების შესახებ მედიაში 17 ივლისს გავრცელდა. აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.

ლოპესისთვის ეს მეოთხე, აფლეკისთვის კი მეორე ქორწინებაა. ჯენიფერს ორი შვილი ჰყავს მომღერალ მარკ ენტონისგან, ბენს კი 3 შვილი მსახიობ ჯენიფერ გარნერთან.