VIDEO: „უბედნიერესი ვარ... კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მისმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქიმიის საგანში უმაღლესი ქულა მიიღო.

„ახლა ვარ ბედნიერი, უბედნიერესი, სიტყვებით ძალიან რთულია გადმოვცე თუ რას ვგრძნობ. ვგრძნობ იმას, რომ მთელი წლის შრომა დამიფასდა, თქვენ ხომ იცით, რომ მე ვამზადებ არა მარტო რეზიდენტებს, არა მარტო სტუდენტებს, არა მარტო ექიმებს, არამედ მე ვამზადებ აბიტურიენტებს. მე მყავდა ბიოლოგიის და ქიმიის ჯგუფები. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდი დასრულდა და ქულების გაგების პერიოდი დაიწყო. ჰოდა, ქიმიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჩემმა აბიტურიენტმა ოთო ჩანქსელიანმა, კარგად დაიმახსოვრეთ ამ ბავშვის სახელი გვარი, რადგან, 6-10 წლის შემდეგ ეს ბავშვი იქცევა მოწინავე ექიმად. მან 63 ქულიდან 63 ქულა აიღო ქიმიაში. ეს არის მართლაც საოცარი შედეგი. 

ქიმია ერთ-ერთი ურთულესი საგანია, ბავშვებს ძალიან უჭირთ მისი გაგება... გეამაყება, გიხარია, რადგან მთელი წელი მასთან ერთად შრომობდი ამ შედეგისთვის.

ქიმიაში მაქსიმალური ქულა საოცრებაა, რეკორდია. ოთო ჩანქსელიანი - კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, ეს ადამიანი მედიცინაში გახდება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თითით საჩვენებელი, საამაყო პიროვნება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.