"ბედნიერი ვარ..." - ვინ გახდა ნატო დუმბაძის სიძე

lizi ika

ნატო დუმბაძის ქალიშვილი გათხოვდა. მუსიკალური პროდიუსერის უმცროსი შვილის, ლიზი ქარცივაძის რჩეული იკა ლოლაძეა. იკა მედეა მირიანაშვილის ვაჟია. მედეა და მირანდა მირიანაშვილებს შოუბიზნესის სფერო კარგად იცნობს.

ორდღიანი ქორწილი ყაზბეგში გადაიხადეს და ბუნებრივია, რომ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ... მომღერლები ნატოს ფოტოებს აკომენტარებენ, რა ზღაპრული და მაგარი ქორწილი იყოო...

ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მადლობას უხდის შვილების ბედნიერების გაზიარებისთვის... "პრაიმტაიმთან" კი პირველ კომენტარს აკეთებს

 

@nato_dumbadze

 

♬ оригинальный звук - Natodumbadze

"უაღრესად კარგი ბიჭია, განათლებული, კულტურული მხიარული. ლიზიც ასეთია. ორივე ერთნაირები, არაჩვეულებრივები არიან. ძალიან უყვართ ერთმანეთი. როგორც დედა, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სიძე მყავს." 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რომელია 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სუნამო - ზოგიერთი მათგანის მხოლოდ 10 ფლაკონი დამზადდა