ანტალიაში, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

ავარია

ტურისტებით სავსე ავტობუსი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 6 ბრიტანელი ტურისტი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ მიკროავტობუსი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა, როდესაც სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა.

როგორც ირკვევა, ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.