აშშ-ში შვილის წარმატებით ამაყმა დედამ ბილბორდი იქირავა, რათა მისთვის დიპლომის აღება მიელოცა

აშშ

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, 52 წლის ქალმა $1,250 გადაიხადა ბილბორდის დასაქირავებლად, რათა საკუთარი ქალიშვილისთვის დიპლომის აღება საჯაროდ მიელოცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქალის 30 წლის შვილმა ფილადელფიის ოსტეოპათური მედიცინის კოლეჯი დაამთავრა და ექიმის წოდება მოიპოვა.

„5 წლის ასაკში, მან უკვე იცოდა, რომ ექიმობა სურდა“, - ამბობს შვილის წარმატებით ამაყი დედა.

კოლეჯის კურსდამთავრებული ამბობს, რომ დედისგან ასეთი საქციელი არ გაჰკვირვებია, რადგან შვილების ყოველ მიღწევას ქალი ორიგინალური მეთოდებით აღნიშნავს.