აშშ-ის უნივერსიტეტში მომღერლის, ჰარი სტაილსის შესასწავლი კურსი ემატება

ჰარი სტაილსი

აშშ-ის უნივერსიტეტში მომღერლის, ჰარი სტაილსის შესასწავლი კურსი ემატება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ტეხასის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ახალი კურსი დაემატება, სახელწოდებით „ჰარი სტაილსი და ცნობილი ადამიანების კულტი: იდენტობა, ინტერნეტი და ევროპული პოპკულტურა".

ამის შესახებ ტვიტერის ანგარიშზე პროფესორმა ლუი დინ ვალენსიამაც დაწერა, რომელიც ამ კურსს უხელმძღვანელებს:

„ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰარი სტაილსის შესახებ მსოფლიოში პირველ საუნივერსიტეტო კურსს ვუხელმძღვანელებ".

როგორც თავად აზუსტებს, კურსი შეეხება როგორც ჰარი სტაილსის შემოქმედებასა და ევროპულ პოპკულტურას, ისე "გენდერის, სექსუალობის, რასის, კლასის, გლობალიზაციის, მოდის, ინტერნეტისა და კონსუმერიზმის საკითხებს".

ჰარი სტაილსის ფანები სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ ტეხასის უნივერსიტეტში მობილობაზე ფიქრობენ.