რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ოდესა

რუსეთმა გვიან ღამით ოდესა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, დრონებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა, თავის მხრივ, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ დაბომბვას ერთი ადამიანი შეეწირა.