1752933035
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

19 ივლისს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +35 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22.
ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +33, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.
ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +34 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზეა. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +28, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +33 გრადუსი იქნება, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.