დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მეგი გოგიტიძე თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს სტუდიურ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ბენდის წევრებს რუსულად ესაუბრება;
ბუნებრივია, მომღერალი რუსულად საუბრის გამო გააკრიტიკეს, რასაც გოგიტიძის პასუხი მოჰყვა; გთავაზობთ სრულად;
მეგი გოგიტიძე: ქართული უნიკალური ენაა და პირადად ჩემთვის, მსგავსი სილამაზისა და ჰარმონიულობის, დამატებული ჟღერადობისა და უნიკალურობის ენა არ არსებობს. უფლის შექმნილი დამწერლობაა.. ისევე როგორც ყოველი.. უბრალოდ, არის ზოგჯერ ვითარება, სადაც სხვა ეროვნების ადამიანები არიან და საუბრობ სხვა ენაზე.. მღერი სხვა ენაზე.. გიყვარს სხვა ენაც.. ჯერ ზოგადად ენამ და კულტურამ რა დაუშავა ადამიანებს? არასწორები არიან ის ადამიანები, ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას. სხვა ენაზე თუ ვსაუბრობ, თქვენი ლოგიკით ესე იგი არ ვცემ პატივს საკუთარს? ეს არის უდიდესი პრობლემა ადამიანთა აზროვნებაში..
მე გული მწყდება ამ ფანატიკურ მიდრეკილებაზე, რომელიც აქ კომენტარებში ჟღერდება.. რამეთუ ეს ადამიანები ამ საზოგადოების ნაწილნი არიან და ვფიქრობ, არასწორი ხედვით და არასწორი კრიტიკით, არასწორი მიდგომით "ცინიკურად კეკლუცობენ", თუმცა ამ ეპოქის სპეციფიკაც სწორედ ამაში მდგომარეობს..
დიდება უფალს.. ჩვენ კი ვქედმაღლობთ და ვცდილობთ გავუსწროთ მოვლენებს, მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველას არ შეუძლია.. ამ ერთ, ეგრეთ წოდებულ კომენტარში, მინდა ყველას ვუთხრა,(ვისაც ერგება რა თქმა უნდა):
მეგობრებო, ერთი კომენტარი არ დაწერილა ჯანსაღი კრიტიკით.. თუ ადამიანს შეფასებას უკეთებ და აკრიტიკებ, მაშინ კონკრეტულად უნდა ახსნა, მაქსიმალურად არგუმენტირებულად. მე ბუნებრივია, მესმის ამ ადამიანებს არგუმენტი ვერ ექნება, რამეთუ მათ არ ესმით საკითხი. ყელს ზევითა ფრაზები და ვითომდა შეურაცხყოფა, რომელიც არ ჯდება რეალობაში და ბუნებრივია, არ შემეხება მე..
და ბოლოს გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ.. თქვენი აზროვნება ფანატიურია, სამწუხაროდ და ამისი ავტორები თქვენ არა ხართ, ვიცი.. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და (გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსების) უბრალოდ, ფესვების გარეშე ხე ვერ იარსებებს.. ჯერ წინაპრებს ეცით პატივი, მერე ეკლესიის ლანძღვას მოეშვით და მერე მოდით და მაკრიტიკეთ; მე რომელ ენაზე ვმღერი, თურმე, რა ფერის თმა მაქ და რა ვიცი; თქვენ ვერ გაიგებთ ჩემსას და ტყუილად იშლით ნერვებს.
აბა, ყოჩაღად იყავით და დროა უკვე ცოტა გამოთავისუფლდეთ და უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკის გარეშე ამოისუნთქოთ ადამიანურად (ეძღვნება მათ ვისაც შეეხება)
ასევე დაგაინტერესებთ: "თენგიზი ხომ ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ნელიზე რომ იქორწინა, ამბობდნენ: ეს გოგო არჩვაძეს როგორ გაჰყვა ცოლადო“ - ლეგენდარული არსაკიძე 91 წლისაა
Video: ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული
"ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა..." - რამაზ დავლაძე