„კარგი ამბავი მაქვს, მალე ელოდეთ ანონსს...“ - მეგი გოგიტიძე საზოგადოებას მიმართავს

მეგი გოგიტიძე

მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს.  მომღერალი უახლოეს პერიოდში საქართველოში კონცერტის გამართვას გეგმავს.

მიყვარხართ... მაგრამ კოლექტიურ აზროვნებაში მე თქვენ ვერ გამოგყვებით. თქვენ სხვა შემთხვევასთან გაქვთ საქმე. დამიჯერეთ და აქ არ ჭრის დაკოპირებული კომენტარები... სადღაც პოსტებში ამოკითხული პროპაგანდისტული „მეგის გაშავება“ თემები... რაც უფრო გამაშავებთ, მე მეტად მადლიერი ვიქნები ღვთისა (ეს სიტყვები ეხება მათ, ვისაც ეხება) ამ მუსიკას, ამ სიტყვებს, ლექსებს და ხმას, ამ ენერგიას ისტორიაში დარჩენა უწერია. თქვენ საქმე გაქვთ საერთოდ ახალ და ძლიერ შემოქმედებასთან, რომელსაც სამყაროს ნებისმიერ წერტილში მიეცემა განვითარება, სადაც და როცა საჭიროდ ჩავთვლი... გიმეორებთ, მიყვარხართ, მაგრამ ფანატიზმში ვერ გამოგყვებით... ჩემი მსმენელისათვის კი კარგი ამბავი მაქვს, მალე ელოდეთ ანონსს საქართველოში კონცერტის შესახებ. ვისაც რაიმე კითხვები გექნებათ, კონცერტის დღეს პირადად შეგხვდებით და პირისპირ ვისაუბრებთ,“ - წერს მომღერალი.

ასევე ნახეთ:

ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი, ვისი შვილის დაბადების დღეც სკანდალად იქცა - რას ამბობს გოგონას ცნობილი მსახიობი დედა

მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს