"ჩემი მეგობარი მამაკაცი ჰოლანდიელია. მისგან ვიღებ რჩევებს, რომ ბიზნესი სწორად წარვმართო" - კესო ბერუაშვილი თავის გეგმებს გვიმხელს

keso

კესო ბერუაშვილი სტილის შეცვლას გეგმავს. როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, აქ იმიჯის ცვლილებას არ გულისხმობს. პრაიმ ჰაუსის პირველი სეზონის მონაწილეს ახალი დიდი გეგმა აქვს. ამაზე კი ჩვენს მკითხველს თავად უამბობს.

კესო ბერუაშვილი: 2023 წელს მინდა ბიზნესის სფეროში ვცადო ბედი. ხანდახან, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ვუსვამ შეკითხვას, ყველაზე მეტად სად მომწონს თავი - გადაღება, ინფლუენსერობა თუ სად?.. ამ დროს აღმოვაჩენ, რომ ეს ის სფეროა, სადაც გარშემო მყოფ ადამიანებთან საერთო თითქმის არაფერი მაქვს.

მინდა ბიზნეს სფეროში აღმოვჩნდე. უფრო კონკრეტულად თუ გეტყვით - უძრავი ქონების სააგენტოებით (მიწის ნაკვეთების შესყიდვა, კორპუსების აშენება და გაყიდვა) ვარ დაინტერესებული. მნიშვნელოვანი ადამიანების კონტაქტები მაქვს და მოლაპარაკებების რეჟიმში ვარ. ეს ჩემი ოცნებაა და მინდა ეს საქმე მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთო. საქართველოში დავიწყებდი და შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გავიდოდი. ვანხოთ...

- სანამ ამ გეგმას მოიყვან სისრულეში, მანამ გვითხარი - ახალი წლის გატარებას სად გეგმავ?

- ჩემს მეგობარ მამაკაცთან ერთად ვაპირებ სადმე თბილ ქვეყანაში გავფრინდე. ვარჩევთ ქვეყანას, ძალიან რომ არ ციოდეს. 

ის ჰოლანდიელია და ერთი წელია ვხვდები. იცით, როგორი ურთიერთობა გვაქვს? ხან ვხვდებით ერთმანეთს, ხან - არა. როდესაც დიდ ხანს ვართ ერთად მობეზრების მომენტი გვაქვს ხოლმე. ამ თვეში კარგად ვართ. 

მას დუბაიში აქვს თავისი კომპანია, რამდენიმე შენობას ფლობს. მოკლედ, როგორც მიხვდით, მისგან მივიღებ რჩევებს, რომ ბიზნესი სწორად წარვმართო.