1746733863
„არასდროს არაფრის მეშინია, არც ჰეითის და არც „პრაიმ ჰაუსიდან“ გავარდნის!“ - გიორგი პაპავა მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გიორგი პაპავა გულშემატკივრებს მიმართავს.
„ერთი რამ დაიმახსოვრეთ! არასდროს არაფრის მეშინია, არც თქვენი მუქარის, არც ჰეითის და არც „პრაიმ ჰაუსიდან“ გავარდნის! ამ შაბათს პროექტი რომც დავტოვო, არც მაგის არ მეშინია, რადგან გავა დრო და ჩემს სათქმელს ყველანი დაინახავთ და არა გაიგებთ!
ჩემი ქვეყნის ისტორიაში დავტოვებ კვალს და elchi.ge იქნება პლატფორმა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში თავის სათქმელს იტყვის.
პ.ს არ გეგონოთ რომ პროექტიდან თავს შეგაცოდებთ ჩემი ცხოვრებისეული მძიმე ისტორიებით და მასაზე ვიმანიპულირებ! მოვა დრო და როდესაც ჩემს თავს ჩავთვლი წარმატებულად, მოგიყვებით ისტორიას თუ რას გავდიოდი და გავდივარ ჩემს მიზნებამდე! ამიტომ ჯერ სიცილის მეტს არაფერს არ გაჩვენებთ.
ერთხელ ვცხოვრობთ და არაფრის არ გეშინოდეთ! იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ, რადგან თქვენს მაგივრად ვერავინ ვერ იცხოვრებს!“ - წერს გიორგი პაპავა.
ასევე ნახეთ:
„რამდენჯერაც ვიყვირე, რომ კარგად ვარ, იმდენჯერ საპირისპირო დამხვდა წინ...“ - სალომე კაპანაძე