„უარყოფითი ასპექტები ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას“ - დეკემბრის რომელი რიცხვიდან დაიწყება სასიკეთო პერიოდი

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 13 დეკემბრის ახალმთვარეობის შემდგომ რეტროგრადული, ანუ უკუმავალი მერკური, დაძაბავს მდგომარეობას პირად ურთიერთობებში. 17 დეკემბერს კი მზე დინამიკურ კვადრატს შექმნის პლანეტა ნეპტუნთან, რაც გამოიწვევს არაერთ კამათსა და ჩხუბს ოჯახებსა და წყვილებში საყოფაცხოვრებო საკითხებისა და წვრილმანი გაუგებრობების გამო. ასევე, გაუგებრობები, დაპირისპირებები და კამათი მოსალოდნელია სამსახურსა და ბიზნესშიც. ამგვარად, ეს იქნება დეკემბრის ყველაზე მდორედ მიმდინარე დისონანსური პერიოდი, რომელიც 19 რიცხვამდე გასტანს. 22 დეკემბრიდან მზე თხის რქის ზოდიაქოში პლანეტა მერკურს შეუერთდება, რის შემდგომ გამოჩნდება საკითხების პოზიტიური გადაწყვეტის გზები და საწყისები. მზის უარყოფითი ასპექტები ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას, რაც დადებითად იმოქმედებს დედამიწის ბიოსფეროზე, ჩაწყნარებას დაიწყებს კოსმიური ქარიშხალიც.

– ამ პერიოდში, როცა დედამიწის ბიოსფერო დადებითი ენერგიების ქვეშაა, როგორც ასტროლოგი, რას გვირჩევთ?

– სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, პრიორიტეტული შეხვედრები და ღონისძიებები დაიგეგმოს სწორედ თვის მესამე მესამედისათვის. ამ დროს აუცილებელია დინჯად და გააზრებულად მოქმედება. მთვარის ფაზის ზრდასთან ერთად, პლანეტებიც მეტად ლმობიერები გახდებიან ადამიანების მიმართ, ამიტომ ეს დრო უმჯობესია, ჯანმრთელობის აღსადგენად და ფსიქოემოციური ფონის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. იმავდროულად, პლანეტების - მარსისა და მერკურის, გავლენით რთული და ხანგრძლივი მუშაობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს, შემოქმედებითი მოღვაწეობა კი სათანადოდ დაფასდება. 27 რიცხვის სავსემთვარეობა საბოლოო წერტილს დაუსვამს ძველ საქმეებს.

– რა ენერგეტიკის მატარებელი იქნება ახალი წლის წინა დღეები და როგორ მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის?

– დეკემბრის ბოლო კვირა, 25 რიცხვის შემდგომ, ოპტიმიზმითა და სილაღით დაგვასაჩუქრებს. 28 დეკემბრიდან კი პლანეტა მერკური შეუერთდება პლანეტა მარსს, რის შემდგომ თამამად შეიძლება შემდეგი წლისათვის მნიშვნელოვანი ჩანაფიქრებისა და მიზნების დაგეგმვა. თვის ბოლო დღეებში ურთიერთობებიც მეტად მარტივი და სასიამოვნო გახდება, რაც მეტად სასიკეთოსა და შედეგიანს გახდის წინასადღესასწაულო დღეებს. წყარო

ასევე წაიკითხეთ:

რომელი ოჯახები მიიღებენ 500 და 1000 ლარს მერიისგან

რომელი კერძები უნდა მიირთვათ წონაში დასაკლებად ზოდიაქოს ნიშნებმა

შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი – 20 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ