1732386875
“ვარ მახინჯი, მაქვს დიდი ცხვირი, ვცხოვრობ არეულ ბინაში, ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა..." - ნუკი კოშკელიშვილი მიმართვას ავრცელებს
ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს:
"რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით: ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მახინჯი ვარ. მეგობრებო, როდესაც ადამიანი არის მახინჯი, არ შეიძლება ასე თქმა, უზრდელობაა...
ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით, მაქვს დიდი ცხვირი, დაბადებიდან ასიმეტრიული ტუჩი, თხელი თმა, ვცხოვრობ არეულ ბინაში, ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და, ალბათ, როგორც დედაც არ ვვარგივარ, ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა და, ალბათ, არაფრად ვვარგივარ...
თუ ამ კომენტარებმა ბედნიერება მოგანიჭათ, მე მიხარია, რომ ძალიან გაბედნიერდით იმ ფაქტით, რომ მე მახინჯი ვარ...",-ამბობს ნუკი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები
როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე - უახლოესი დღეების პროგნოზი