1740372372
არაფერი ისეთი გამიკეთებია, რომ შემრცხვეს... დედაჩემი მომკლავს თუ... - რა არის სალომე უშხვანის ერთი მთავარი სურვილი

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მონაწილეს, სალომე უშხვანს მივმართეთ.
- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი... ჟურნალისტიკა მეწერა, მაგრამ არქეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე;
- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
მსახიობობის;
- ყველაზე მეტ დროს უთმობ?
სოციალურ ქსელებს;
- დედაჩემი მომკლავს თუ...
რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება, ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია ასეთი...