„კიდევ ვერ ვიჯერებ რა მოხდა... მიყვარხართ სამუდამოდ“ - ნუცა გულშემატკივარს მიმართავს

ნუცა ბუზალაძე

ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის სცენაზე საოცარი შოუ დადგა. მის გამოსვლას ემოციების გარეშე ვერ უყურებთ. ნუცამ დარბაზი ფეხზე დააყენა. 

ცოტა ხნის წინ მან მისი გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა და ხალხს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის. 

„მადლობა ყველას, მიყვარხართ სამუდამოდ... ოოჰ ლა ლა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რა მოხდა, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც ჩემთვის აგზავნით“,- წერს ნუცა ბუზალაძე

ნუცამ მხარდასაჭერად 3 გზა არსებობს.

👉 ონლაინ მისამართზე რეგისტრაცია -  AmericanIdol.com/vote

👉 სპეციალური აპლიკაცია - American Idol app

👉 ტექსტური შეტყობინების საშუალებით ნუცას ნომრის გაგზავნა ნომერზე - 21523 (მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიიდან).

თითოეული მეთოდით შესაძლებელია ნუცასთვის 10 ხმის (ჯამში 30 ხმა) მიცემა.

ასევე თქვენ შეგიძლიათ vpn აპლიკაცია გადმოწეროთ. 

დააკლიკეთ ამ ლინკს AmericanIdol.com/vote, შეცვალოთ ქვეყანა, მეილით გაიაროთ რეგისტრაცია. მეილზე მოვა კოდი და ამის შემდეგ მისცემთ ხმას.

ერთი ექაუნთით აძლევთ მხოლოდ 10 ხმას. თუ ხმის მიცემის სამივე შესაძლებლობას გამოიყენებთ თქვენგან ნუცა მიიღებს 30 ხმას.