პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„იუთუბზე“ გასული ერთ-ერთი გადაცემა „პრაიმჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეების დაპირისპირების საბაბი აღმოჩნდა.
დეას, იგივე ბაგირას განცხადებებს, სალომე ბარათაშვილის მისამართით, კოსტა სანიკიძეც გამოეხმაურა.
„დღეს ვუყურე „იუთუბ“ გადაცემაზე ერთ-ერთ ამაზრზენობას, სადაც „პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები განიხილავენ სალომე ბარათაშვილს, ძალიან არასწორ და არასამართლიან კონტექსტში, აზრის გამოტანა თქვენთვის მომინდვია, არ დავიწყებ რაღაცებზე ლაპარაკს, არ დავეშვები ვიღაცების დონეზე. უბრალოდ ვიტყვი, რომ სალომე ბარათაშვილი არის ყველაზე ერთგული ადამიანი და ძალიან, ძალიან მაგარი გოგო, ერთ-ერთ ღირსეული მონაწილე. რაც შეეხება გაკეთებულ სიკეთეებს, თუ ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და შემდეგ ამას აყვედრი, ამას რა ჰქვია, აზრიც თქვენთვის მომინდვია", - ამბობს კოსტა.