„ბევრად უფრო გულწრფელი გამხადა და ბევრ მონათესავე სულს, შემახვედრა...“ - კოსტა სანიკიძე ახალგაზრდებს მიმართავს

კოსტა სანიკიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, კოსტა სანიკიძე განმარტავს,
თუ რა შეცვალა პროექტმა მის ცხოვრებაში. 

აქვე, სხვა ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, რომ რეალით შოუში მონაწილეობა მიიღონ.

„2 კვირა გავიდა, რაც „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. პროექტმა ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია უკეთესობისკენ, რაც ძალიან მაგარია. ბევრად უფრო გამივსო ეკიპაჟი, ბევრ მონათესავე სულს, მოკავშირეს შემახვედრა. მთელი ჩემი შემოქმედება, რომელიც არის ხალხზე დამოკიდებული, ეს საზოგადოება ბევრად უფრო გამიზარდა. 

საინტერესო გამოცდილებაა. ბევრად გამზარდა, კამერებთან დამხვეწა და ბევრად უფრო გულწრფელი გამხადა ამ პროექტმა.  მე გირჩევდით, რომ მიიღოთ მონაწილეობა და ბევრად უფრო გაზარდოთ ეს პროექტი, გაზარდოთ და გახადოთ ბევრად უფრო გულწრფელი“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.