„აქედან გამომდინარე, ურთიერთობებს ვერიდები...“ - რას ამბობს დიმი ლიპარტელიანი ყოფილ 3 მეუღლეზე

დიმი

„პრაიმ ჰაუსის“ რამდენიმე მონაწილის პირადმა ცხოვრებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთი დიმიტრი ლიპარტელიანია.

დიმი „პრაიმტაიმთან“ პირადზე საუბრობს.

სამი ცოლი მყავდა და ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პირველი ჩემი ქორწინება 17 წლის ასაკში შედგა. ეს ურთიერთობა სულ რაღაც 9 თვე გაგრძელდა. მეორე ქორწინება უკვე 18 წლის ასაკში შედგა და მესამე - 19 წლის ასაკში. 6 წელიწად-ნახევარი გავატარე მეუღლესთან, რომელთანაც 2 შვილი მყავს. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ოფიციალურად განვქორწინდით.

ახლა პირადში არაფერი ხდება. ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც გული ისე მიიღებს, როგორც აქამდე მიუღია. რაღაცნაირად, იმედგაცრუებული ვარ, შემიძლია თამამად ვთქვა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებს ვერიდები.“ - ამბობს დიმი.