პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუშინ ,,პრაიმ ჰაუსში" მიმდინარე კვირის სამი აუტსაიდერი გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანი დიმა ლიპარტელიანია. როგორც პროექტის მონაწილე თავად ამბობს, დედა ემიგრანტი ჰყავს.
დიმი ლიპარტელიანმა, ემოციურად ისაუბრა, რა როლის აქვს დედას მის ცხოვრებაში.
„3 წელია, რაც დედა იტალიაშია. სამი წელია, არ მინახავს. მანამდე, დღე და ღამე ერთად ვიყავით, კარგი ძმაკაცებივით, ერთად ვმუშაობდით. 13 წლის წინ რომ დავიწყე მომსახურების სფეროში მუშაობა, მას შემდეგ ერთად ვმუშაობდით. ხუშტურები რომ მქონდა, ავდგებოდი, დავკრავდი ფეხს და წამოვიდოდი, მომყვებოდა. ახალს რომ ვიპოვიდი, იქ მოდიოდა სამუშაოდ. ჩემს ცხოვრებაში ახლა რასაც წარმოვადგენ, ყველა როლი დედას აქვს. ძალიან ბევრჯერ ვიგრძენი უმისობა ამდენი წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში. იქიდან არ მაკლებს ყურადღებას, სისტემატურად ჩამოკიდებულია, მაგრამ...“ - ამბობს დიმი.