პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნანუკა გულუა და ანი ჩირაძე "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე დამეგობრდნენ. დოჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩიკას სერიალიდან წასვლის შესახებ გაიგო. ამბობს, რომ ჩიკა სერიალს ძალიან აკლია და რატომღაც ჰგონია, რომ ერთხელაც ის "ჩცდ"-ს დაუბრუნდება.
ნანუკა გულუა: ანამ ამიხსნა რატომ მიდიოდა "ჩცდ"-დან, რატომ იყო ეს მისთვის მნიშვნელოვანი და ამით რა პრობლემებს გადაწყვეტდა. ამიტომ არ მქონია ის დამოკიდებულება, ვაიმე, ჩვენი ოჯახიდან მიდის-მეთქი. მე და ანი ვმეგობრობთ და ის ჩემს გულსა და ცხოვრებაში, ისედაც სულ იქნება.
ჩიკა სერიალს ძალიან აკლია. ყველა პერსონაჟს თავისი ხიბლი და ადგილი აქვს. მაგრამ ჩიკა ამ სერიალის ფეიერვერკია.
პირველად ვამბობ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩცდ-ში გარდაცვლილია, მინდა გამოგიტყდეთ, მე მაინც მგონია, რომ ის ერთხელაც სერიალში დაბრუნდება. დაიმახსოვრეთ. ცოტა ხნით სძინავს და ისევ გამოჩნდება.
ქეთი დევდარიანი ისეთი ფენომენია, თუ მოუნდა, ისე "აღდგება" გარდაცვლილი ჩიკა, მშვენივრად. ათასი რამის მოფიქრება შეიძლება.
- ასე რატომ ფიქრობთ? ანი ტელეწამყვანის ამპლუაში არ მოგწონთ და გგონიათ, რომ ისევ ჩიკას როლს დაუბრუნდება?
- მე ანი ყველა ამპლუაში მომწონს. ძალიან მიყვარს და მის მიმართ ძალზე სუბიექტური ვარ.
მომწონს როგორც ტელეწამყვანი. კარგად გრძნობს თავს. მომწონს მისი მსჯელობა და სიგიჟეები. მაგრამ მინდა სერიალშიც იყოს და სადაც გადავრთავ, ყველგან მინდა ვნახო.
- ნანუკა, შვილს ელოდებით და ეს უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევია, სერიალში ორსულ დოჩის ვიხილავთ?
- ვნახოთ, სცენარის მიხედვით თუ დაიწერება, რომ ჩემი გმირი შვილს ელოდება, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამართლება შეიძლება. როგორი ტონი მყავს? გადასარევი!
ძველებურად ენერგიული ვარ და მზად ვარ ყველაფრისთვის. ერთი ეგაა, არამიწიერად სენტიმენტალური გავხდი. "გამოვლენჩდი"-მეთქი, ვამბობ. ყველაფერზე მეტირება. სხვა არაფერი შეცვლილა. დიდი ბედნიერების შეგრძნება დამსდევს.