ამერიკელმა დაბადების დღეზე თანამშრომლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით 20 000$ მოიგო

ქალი

 კანზასის შტატის ქალაქ მაკფერსონში მცხოვრებმა ქალმა დაბადების დღეზე კოლეგისგან მოკრძალებული საჩუქარი - ლატარიის ბილეთი მიიღო, რომლითაც მან სოლიდური თანხა მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.

მარშა სილვერის თქმით, თანამშრომელმა მას მომენტალური ლატარიის ორი 2-დოლარიანი ბილეთი აჩუქა.

ქალის თქმით, თავდაპირველად მას ეგონა, რომ 2000 დოლარი მოიგო, თუმცა როდესაც ბილეთი ქმარს ანახა, მან უთხრა, რომ ერთი ასო არ შეუმჩნევია. „ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ასო L ვერ დავინახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი მოგება გაათმაგდა. შედეგად მე 20 000 დოლარი მოვიგე“, - აცხადებს მარშა სილვერი.

მისი თქმით, ის მოგებული თანხით კოლეგებისთვის დიდი წვეულების გამართვას გეგმავს, დარჩენილ თანხას კი ოჯახს მოახმარს.