ამერიკელი 18 წლის განმავლობაში მეზობლის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა

კომუნალურები

აშშ-ში, კალიფორნიის მკვიდრმა კენ უილსონმა აღმოაჩინა, რომ 18 წლის განმავლობაში მეზობლის ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა.

CBS News-ის ინფორმაციით, კაცი 2006 წლიდან ერთსა და იგივე ბინაში ცხოვრობს, თუმცა ბოლო დროს აღმოაჩინა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მის სახლში გაიზარდა. მან ეკონომიის რეჟიმზე გადაწყვიტა გადასვლა და სპეციალური მოწყობილობებიც იყიდა, რომლებიც დენის მოხმარებას ზომავს.

მისი თქმით, ყველა ელექტრომოწყობილობის გამორთვის შემთხვევაშიც კი, მისი მრიცხველი მუშაობას არ წყვეტდა, ამიტომ მან შესაბამის კომპანიას მიმართა, რადგან იფიქრა, რომ საქმე მრიცხველის გაუმართაობაშია ან ვიღაც მის ელექტროენერგიას „იპარავს“.

მაგრამ როდესაც კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, გაირკვა, რომ 18 წლის განმავლობაში უილსონის ბინაზე მისი მეზობლის მრიცხველი იყო მიერთებული და პირიქით. შესაბამისად, მეზობლების ერთმანეთის გადასახადს იხდიდნენ.

კომპანიაში შეცდომა აღიარეს და უილსონს 600 დოლარი გადაურიცხეს - სწორედ ამდენი გადაიხადა მან 18 წლის განმავლობაში ზედმეტი.