პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყოფილი
მოდელი და ახლა, რეალითიშოუს "პრაიმჰაუსის" მონაწილე გიორგი ნაზღაიძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, მასზე აინტერესებთ ყველაფერი, აკრიტიკებენ კიდეც, თუმცა უამრავი მხარდამჭერიც ჰყავს, რომელმაც ის აუთსაიდერობას სამჯერ გადაარჩინა.
ახლა, "პრაიმტაიმი" გიორგი ნაზღაიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ, მან ინტერვიუ 2 წლის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისცა, სადაც ბავშვობის იმ ტრავმებზე ისაუბრა, რომელიც თავს გადახდა...
"დიდუბეში ვცხოვრობდი, სკოლა ვარკეთილში დავამთავრე, კლასში 37 ვიყავით. მძიმედ მახსოვს - ერთხელ, მასწავლებელმა საკონტროლო რვეულისთვის მწვანე ყდიანი ცალხაზიანი რვეულის მიტანა დაგვავალა, მაშინ ჩემს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა, მძიმე 90-იანები იყო. ამ რვეულის საყიდელი საშუალება არ იყო...
დედაჩემმა სხვადასხვა რვეულებიდან ფურცლები დაალაგა, გარედან მწვანე ყდა დაუდო და ერთი ზომის რომ ყოფილიყო, ფურცლები შემოჭრა, მერე ნემსით და ძაფით დაამაგრა.
სკოლაში ეს რვეული წავიღე, მასწავლებელი მაძალებდა, "ნაზღაიძე რვეული ამოიღე, საკონტროლო წერა იწყებაო", ჩანთიდან ვერ ვიღებდი... ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
ამოვიღე ჩემი რვეული და კლასში სიცილი ატყდა, ამას ჩემი მხრიდან ცრემლები მოჰყვა, ეს მართლა მძიმედ მახსენდება. დღესაც ვთვლი, რომ დაცინვა გაჭირვებაზე, ძალიან მძიმე შემთხვევაა...
მაშინ, მე ამ დაცინვაზე ვიფიქრე, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. მხარს მშობლები და ძმები მიმაგრებდნენ..." - იხსენებს გიორგი ნაზღაიძე.