„...ამ თამაშს, მე არ ვთამაშობ“- რას ამბობს გიორგი ნაზღაიძე ანისთან ურთიერთობაზე

გიორგი ნაზღაიძე

ერთი კვირის წინ, „პრაიმთაიმმა“ „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ მონაწილესთან გიორგი ნაზღაიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ანისთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„ანი ამ პროექტში ძალიან შემიყვარდა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმაზე მეტს, ვიდრე ზოგადად ბევრს ჰგონია. მინდა, რომ ამ ყველაფერს ძალიან გავუფრთხილდე. მე ჩემი ხასიათი, რომ ვიცი, ვცდილობ, რაღაცებში თავი ვაკონტროლო, რომ ანის რამე არ ვაწყენინო. გვერდში დავუდგე. მაყურებელი ალბათ, დროთა განმავლობაში დაინახავს, ვინ არის ანი ჩემთვის.

თვითონ უნდა გამოჩნდეს. მე ვერ ვიტყვი ვინ არის ის ჩემთვის. მეგობარია თუ მეგობარზე მეტია. ამას ალბათ, დრო და ურთიერთობები გვიჩვენებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ანი ის ქალია, რომელიც მე მიყვარს... მაყურებელი მოვატყუო, ან შეცდომაში შევიყვანო იმიტომ, რომ რეიტინგი დავიწერო. ამ თამაშს მე არ ვთამაშობ. არ მინდა. თვითონ დრო გვიჩვენებს ყველაფერს“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.