1741932481
„ამ გამოწვევამ სიცოცხლე უფრო შემაყვარა” – ბიანკა ბალტიმ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

მოდელი ბიანკა ბალდი, რომელსაც გასულ წელს საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამჯერად კლინიკიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს. იტალიელი მოდელი სიმსივნის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ეხმიანება, გვიმხელს, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და თავის ისტორიას მოკლედ აღწერს.
ამ დრომდე ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაიარა ბიანკას ქიმიოთერაპიის პირველმა კურსმა, როგორ გადაიპარსა თმა სახლში, როგორ იყო ჩართული გადაღებებში და როგორ ცეკვავდა „ტიკტოკზე” შვილებთან ერთად. 40 წლის ბიანკას ამ პერიოდში გვერდიდან არ მოსცილებია საყვარელი მამაკაცი ალესანდრო კატრერა.
„4 თებერვალი სიმსივნესთან ბრძოლის დღეა. აქამდე ეს იყო დღეა, რომელსაც მხოლოდ სოციალური ქსელი მახსენებდა, მაგრამ მერე ის ჩემი ნაწილიც გახდა. 14 ოქტომბერს ჩავიტარე პირველი ქიმიოთერაპიის კურსი, ხოლო ბოლო პროცედურა, 27 იანვარს, ახლა თავს იმაზე მხნედ ვგრძნობ,ვიდრე ოდესმე და ვიცი რომ ის არ ვარ, ვინც აქამდე ვიყავი. ამბობენ, რაც არ გკლავს გაძლიერებსო, მაგრამ მე ამ გამოწვევამ სიცოცხლე უფრო შემაყვარა” – დაწერა ბიანკამ.
სუპერმოდელმა გასულ წელს განაცხადა, რომ მას საკვერცხის სიმსივნის მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, ორი წლით ადრე მან ორმაგი მასტექტომიის ოპერაცია ჩაიტარა გენეტიკური განწყობის გამო.
View this post on Instagram