მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება - ალექსანდრე ტაბატაძე

ალექსანდრე ტაბატაძე

„მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის თანახმად, საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული რეიტინგის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმით და სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას, რისთვისაც დასაფასებელია და მადლობას იმსახურებს ეს სამსახური და მისი თითოეული თანამშრომელი“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.