1728194938
ალცჰაიმერის რისკის გამო კრის ჰემსვორტს ეშინოდა, რომ ასაკოვანი მეუღლის დამახსოვრებას ვეღარ შეძლებდა - ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყო მას ცოლმა
ცოტა ხნის წინ კრის ჰემსვორტმა სამსახიობო კარიერა დროებით შეწყვიტა, რადგან გაიგო, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი შანსი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„ის აზრი, რომ მომავალში განვლილი ცხოვრება, ცოლი და შვილები აღარ მემახსოვრება, ჩემი ყველაზე დიდი შიშია", - განაცხადა კრისმა.
კრისს ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის გამო ეშინოდა, რომ მომავალში ასაკოვანი ცოლის დამახსოვრებას ვეღარ შეძლებდა. სწორედ ამიტომ, კრისის ცოლმა გადაწყვიტა, მისთვის სიურპრიზი მოეწყო და ქმარს მაკიაჟით „დაბერებული" შეხვდა.
კრისმა ცოლის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან უთხრეს, რომ ასაკოვან ფანს მისი გაცნობა სურდა. სიურპრიზის შესახებ მსახიობი თავად მიხვდა, როცა მაკიაჟით „დაბერებული" ცოლი დაინახა, რის შემდეგაც ცრემლები ვეღარ შეიკავა. კრისისა და მისი ცოლის ცეკვის ვიდეომ გულშემატკივრებიც აატირა და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.